28 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
რა უთხრა დავით ზალკალიანს ეუთო/ოდირის დირექტორმა, საქართველოში ჩატარებული 2 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ეუთო/ოდირის დირექტორმა მას უთხრა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული. მინისტრის თქმით, ეს მართლაც უპრეცედენტო შეფასებაა.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა "ღამის კურიერის" ეთერში" ისაუბრა. 

"ეუთო-ოდირის დირექტორისა და ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მხრიდან, კიდევ ერთხელ იყო აღნიშნული, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული. ეს მართლაც უპრეცედენტო შეფასებაა. ასევე მათ თქვეს, რომ ყველას ჰქონდა თავისუფალ გარემოში საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლება, რომ საარჩევნო ჩარჩო და კანონმდებლობა იყო აბსოლუტურად თავსებადი დემოკრატიულ მოთხოვნებთან, არჩევნების დღე და ხმის მიცემის პროცესი იყო უაღრესად გამჭვირვალე და ასევე იყო მნიშვნელოვანი პროგრესი წინა არჩევნებთან შედარებით. თუმცა, აქვე თქვა ისიც, რომ შენიშვნები არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მათ მითხრეს, რომ შენიშვნები ჰქონდათ ბევრ ისეთ ქვეყანასთან, რომლებსაც ჩვენზე უფრო ხანგრძლივი დემოკრატიული ცხოვრების გამოცდილება აქვთ,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.  

 

დღის ამბები