28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
ვიზიარებ კალიურანდის შეფასებებს არჩევნებთან და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრის, მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალიურანდმა არჩევნები პოზიტიურად შეაფასა, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მე-3 პრზიდენტის მოწოდებაზე - გამოსულიყო ხალხი რუსთაველის გამზირზე, საზოგადოების უმოქმედობა, მისთვის სიგნალია, რომ ექსპრეზიდენტმა პოლიტიკური ძალაუფლება დაკარგა.

დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ კალიურანდის ანალიზს სრულად იზიარებს და არჩევნები მართლაც მშვიდ გარემოში ჩატარდა. 

"ვიზიარებ ქალბატონი კალიურანდის შეფასებებს არჩევნებთან და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

მისი შეფასება არის ზუსტი და მკაფიო შემიძლია ხელი მოვაწერო ამას ეს არის ზუსტი ანალიზი, თუ რა მოხდა საქართველოში, რა მნიშვნელობის არჩევნები იყო და რა გავლენას იქონიებს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. 

უპრეცენდენტო იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა. როგორც წესი ადგილობრივ არჩევნებს ეუთო/ოდირი არ აკვირდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხნით ადრე მიიღო გადაწყვეტილება ეს ასე უნდა მომხდარიყო. ეს არჩევნები დიდ დატვირთვას იძენდა, სწორედ იმ წინასაარჩევნო პერიპეტიებიდან გამომდინარე. კითხვები არ უნდა გაჩენილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იყო დაცული და გამჭირვალე ოპონენტებისგან ჩვენ წინა არჩევნებზე მივიღეთ 7თვიანი ხელოვნურ კრიზისში შეყვანის მცდელობები. 

მემგონი ამ არჩევნებით ყველა კითხვას, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს ეხებოდა პასუხი გაეცა,"- აცხადებს ზალკალიანი. 

დღის ამბები