28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
რომელმა სოციალურმა ქსელმა ისარგებლა Facebook-ის გათიშვით - პლატფორმას 70 მილიონზე მეტი მომხმარებელი შეემატა

Facebook-ისგათიშვისა და კომპანიის 7 მილიარდით ზარალის დროს, სარგებელი ნახა "ტელეგრამმა", რომელსაც დღეს უკვე 70 მილიონით მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ინფორმაციას "ტელეგრამის" დამფუძნებელი თავად ავრცელებს. როგორც სოციალური ქსელის შემქმნელი პაველ დუროვი განმარტავს, რამდენიმე მილიონი ადამიანი "ტელეგრამზე" დარეგისტრირებას ერთდროულად ცდილობდა.

აპლიკაციის გადმოწერის სიხშირით, შეერთებულ შტატებში "ტელეგრამმა" 56-ე ადგილიდან მეხუთეზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ Facebook-ის ​ კომპანიაში ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც Facebook გვერდმა, "მესენჯერმა", "ინსტაგრამმა" და "ვოთსაპმა" 6 საათის განმავლობაში ფუნქციონირება შეწყვიტა.

დღის ამბები