28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
როდის დაიწყება 12-15 წლამდე ბავშვთა ვაქცინაცია და "​ბუსტერ" დოზების გამოყენება - ქვეყანა იმუნიზაციის ახალ ეტაპზე გადადის

მაშინ, როდესაც თბილისში 60%-ზე მეტი ვაქცინირებულია, რეგიონებში კი აცრილთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია - ეს ტემპი ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის შეშფოთებას იწვევს.

თენგიზ ცერცვაძისთვის განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ ამბობენ უარს ვაქცინაციაზე 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები, მაშინ როცა ვირუსის მთავარი სამიზნე ეს ასაკობრივი სეგმენტია.

თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს კორონავირუსის მძიმე შედეგებს და მოახლოებულ მე-5 ტალღასაც, რომელსაც შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს.

ექიმები ამ ეტაპზე ვაქცინაციის გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. ქვეყანა 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში Pfizer-ით ვაქცინაციასაც იწყებს. გადაწყვეტილებას იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა საბჭო ხუთშაბათს მიიღებს. ამავე შეხვედრაზე გახდება ცნობილი როდის დაიწყება საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენება.

დღის ამბები