28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
რას პასუხობს პრემიერს და რისთვის არის მზად მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი შიმშილს განაგრძობს

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ყოფილი პრეზიდენტისგან ადვოკატები დღეს კონკრეტული გზავნილით გამოვიდნენ. ექსპრეზიდენტმა პრემიერის წერილის საპასუხოდ დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციის გახმოვანება სთხოვა. მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ნარკოტესტი გაიაროს.

ამასთან, ორი დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს კომუნიკაციის საშუალებები შეზღუდული აქვს, ადვოკატების თქმით, საკანში არ დგას ტელევიზორი და ექსპრეზიდენტი მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მასთან სანახავად შესული პირებისგან იღებს.

რა პირობებშია ყოფილი პრეზიდენტი - ამის შესახებ ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების არ სჯერა თაკო ჩარკვიანს და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობს.

ექსპრეზიდენტის შესაძლო ლიკვიდაციაზე გაკეთებულ განცხადებას არასერიოზული უწოდეს მმართველ გუნდში.

ურთიერთსაპასუხო განცხადებების პარალელურად, სააკაშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავებასა და მის გათავისუფლებაზე რუსულ ტელეკომპანია "დოჟსდს" ვრცელი ინტერვიუ მისცა სააკაშვილის უკრაინელმა მეუღლემ.

ლიზა იასკოს თქმით, თავდაპირველად ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში თვითმფრინავით ჩამოსვლას გეგმავდა.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობას განაგრძობს.

დღის ამბები