28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
რა გეგმებით ჩამოვიდა სააკაშვილი და რა დახვდა? - პრემიერის 3 გვერდიანი ღია წერილი მე-3 პრეზიდენტის არშემდგარ რევოლუციურ სცენარზე

რა გეგმებით ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში და რა დახვდა მას ადგილზე? - ამის ახსნას ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში შეეცადა და მიხეილ სააკაშვილის ახალ რევოლუციურ გეგმებზე მიანიშნებს, რომელიც, პრემიერის თქმით, ამჯერად წარუმატებელი გამოდგა.

"სახელმწიფო გადატრიალების განზრახვა, შესაძლო ნარკოდამოკიდებულება, ეჭვიანობა პარტიის სხვა ლიდერებზე" - 3 გვერდიან წერილში მთავრობის მეთაური ყველა ვერსიას ახსენებს.

პრემიერის აზრით, მთავარი მიზანი ერთია - ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედები, რომელიც არ გამართლდა.

პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ სააკაშვილს "ჩამოშლილი სახელმწიფოს" ნაცვლად საქართველოში ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა. რამაც არა მხოლოდ ექსპრეზიდენტის რევოლუციურ გეგმებზე იქონია გავლენა.

ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ წარუმატებელმა რევოლუციამ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც იმოქმედა.

დღის ამბები