28 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ჩაფიქრებულია სააკაშვილის განადგურება, რუსეთი ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საფრთხეშია და ის სასწრაფოდ უნდა მოინახულონ საერთაშორისო მისიების- დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

მისივე თქმით, უშიშროების სამსახურიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ იგეგმება ექსპრეზიდენტის ფიზიკური და მორალური განადგურება.

"რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა გაანადგურონ მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი ჩემი უმძიმესი ინფორმაციით, ჩაფიქრებული არის სააკაშვილის განადგურება. მორალურად თუ ფიზიკურად,"- აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

დღის ამბები