28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი მისი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.

1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ "ძველი სახლის" სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. მის მიერ შესრულებული როლებია: ნიკოია ("სემირამიდას ბაღები", ს. დოლიძე, 1970), კვეგვე ტარბა ("მთვარის მოტაცება", თ. მელიავა, 1973), კურა-მუჰამედი ("ციმბირელი პაპა", გ. კალატოზიშვილი, 1973), ჭოლა ("პირველი მერცხალი", ნ. მჭედლიძე, 1975), ნიკო ("გაქცევა გათენებისას", ს. დოლიძე, 1975), ხირხალა ("სიყვარული ყველას უნდა", გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი უმც., 1980), კობიძე ("სახლი ლესნაიაზე", ნ. სანიშვილი, 1980), ერმილე მამალაძე ("მევლუდი", ნ. სანიშვილი, 1985), მმართველი ("წინამორბედი", ი. კვაჭაძე, 1988). მონაწილეობს ფილმებში: "კავკასიის ტყვე" (გ. კალატოზიშვილი, 1978), "როგორ ვიცხოვრო უშენოდ"( ყ. მგელაძე, 1980), "თბილისი, პარიზი, თბილისი" (ლ. აბაშიძე, 1980), "ჟამი მოქცევის" (ნ. ომიაძე, 1982), "სათნოებათა კიბე" (ნ. წულაძე, 1986) და სხვ. 2018 წელს გადაეცა ჯილდო "ხელოვნების ქურუმი". 

დღის ამბები