28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ძნელია, როცა ხედავ ავადმყოფი იხრჩობა ან გიკვდება... გაგვიფრთხილდით, თორემ მძიმე ტვირთი იქნება თქვენთვის - მარინა ენდელაძე საზოგადოებას მიმართავს

კორონავირუსის დაანონსებული მე-5 ტალღა, სეზონური გრიპები და ამ ფონზე ვაქცინაციის ტემპები იკლებს.

საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს ვირუსი არ გადაუტანია და არ აქვს გაკეთებული აცრაც - ეს სტატისტიკა კი ექიმებს განგაშის საფუძველს აძლევს. 

მედიკოსების განცხადებით, დაბალმა საზოგადოებრივმა იმუნიტეტმა შესაძლოა კორონავირუსის მორიგი ტალღა დააჩქაროს.

"ძალიან ძნელია, როცა ხედავ, რომ ავადმყოფი არის მძიმე, როცა ხედავ, რომ ავადმყოფი იხრჩობა, როცა ხედავ, რომ გამოსავალი მას არ ექნება, ან გიკვდება, ეს ძალიან რთული გადასატანია. გაგვიფრთხილდით ჩვენც. საჭიროა მედიკოსები, თორემ, თუ ვერ შევძელით, ეს იქნება ძალიან მძიმე ტვირთი თქვენთვის, მოსახლეობისთვის, როდესაც არ გეყოლებათ კვალიფიციური მედიკოსები. მე ვთხოვ მოსახლეობას, რომ კიდევ ერთხელ, აუცილებლად დაფიქრდნენ და აიცრან,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი განმარტავს, რომ არავაქცინირებულ ადამიანებში მკურნალობის ეფექტურობა და გამოსავალი ნაკლებია და ხშირად არის ლეტალური შედეგი, ვიდრე ვაქცინირებულ პაციენტებში.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი კი აცხადებს, რომ როცა აუცრელობით სხვას აზიანებს, ეს ადმიანის პირადს სცდება და სხვასაც აზიანებს. 

დღის ამბები