28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
საარჩევნო პროცედურები ისევ მიმდინარეობს - ცესკომ 72 ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები გადაითვალა

საარჩევნო პროცედურები ისევ მიმდინარეობს - ცესკომ 72 ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები გადაითვალა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, უცვლელი დარჩა 239 უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66,7 პროცენტს შეადგენს.

როგორც ცესკოს სპიკერმა აღნიშნა, 121 უბანზე მონაცემები მცირედით არის შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ გადათვლის ცენტრებში უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა. 

მისი თქმით, ცალკეულ კანდიდატებს მოემატათ ან დააკლდათ ხმები, თუმცა ამას, იოსელიანის თქმით, საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. 

დღის ამბები