28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის მუნიციპლიტეტის მასშტაბით 11 000-ზე მეტი ადამიანი უკვე ვაქცინირებულია.

ამჯერად მასობრივი ვაქცინაციის პროცესში სოფელ ახალი სამგორისა და მუხროვანის მოსახლეობა ჩაერთო. ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, ამცრელ პუნქტებამდე მოსახლეობის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია.

"დღეს მეორედ ავიცერი, სრულიად ვაქცინირებული და კმაყოფილი ვარ, რადგან ჯანმრთელობა მართლაც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისათვის და აქედან გამომდინარე, ადამიანები ერთმანეთს ხელს შევუწყობთ ჯანმრთელობის განვითარებაში," - განაცხადა გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ.

დღის ამბები