28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
7 ოქტომბერს თბილისის სხვადასხვა რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდებათ

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 7 ოქტომბერს, თბილისის სხვადასხვა რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდებათ. 

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ტრანსპორტის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.  

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, კოსმონავტების სანაპიროს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სამტრედიის, სტანისლავსკის, აგლაძის, კარალეთის, ცაბაძის, მეტრეველის, თევდორე მღვდლის და ცემის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღმის შემაერთებელი მაგისტრალის, ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ოთხი ათასი მესხის, ასმათის, ვეფხისტყაოსნის, დავარის და მიცკევიჩის ქუჩების  მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის  ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ქერჩის, ხიზანიშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის, არაყიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მცხეთის, მარუხის გმირთა, ტიციან ტაბიძის, აბაშელის, რაზმაძის, კოსტავას და ვერეს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანდორ პეტეფის, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VII კვარტლის, მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მოსახლეობას.

 

დღის ამბები