აზერბაიჯანი ისრაელისგან თავდაცვითი სისტემების შეძენის შესაძლებლობას განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდებიან, აზერბაიჯანს გაუმჯობესებული თავდაცვითი შესაძლებლობები ექნება.
საქმე ეხება "ეროუ 3-ის" სისტემებს, რომლის თითოეული რაკეტის ფასი 2 მილიონ დოლარს აღემატება.
როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება აზერბაიჯანმა ირანთან დაძაბული ვითარების ფონზე გადაწყვიტა.