28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
"პირად ცხოვრებაზე დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი" - სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე

ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სააკაშვილის პირად ცხოვრებაზე დადებული ვიდეოს შინაარსი მისთვის მოულოდნელი იყო.

"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ. #თავისუფლებამიშას" - წერს სანდრა რუსლოვსი.

დღის ამბები