28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
ე.წ. რეფენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი, დარწმუნებული ვარ თბილისელები არჩევანს განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს,  ვინც ჩართული იყო პირველივე დღიდან და მაქსიმალურად მხარს გვიჭერდა და ჰქონდა სურვილი, რომ მიგვეღწია წარმატებისთვის. სამწუხაროდ, პირველივე ტურში ვერ შევძელით გამარჯვება, თუმცა ეს ტრაგედია ნამდვილად არ არის. წინ გველოდება მეორე ტური.

2 ოქტომბერს ჩვენ მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამასთან ერთად, ჩვენ მოვიგეთ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმი. ამომრჩევლის 47%-მა, პრაქტიკულად, ყველა მეორე მოქალაქემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. თბილისის საკრებულოშიც ჩვენი გუნდი სრული უმრავლესობით, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ არ შევაფერხოთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქალაქს.

ეს არჩევნები და ე.წ. რეფენდუმი 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევანს ქაოსსა და განვითარებას შორის, ამჯერადაც თბილისელები განვითარების სასარგებლოდ გააკეთებენ," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები