28 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
კვების ობიექტები მუშაობას დღეიდან 23:00 საათამდე შეძლებენ

შემსუბუქებული რეგულაციები კვების ობიექტებისთვის - დღეიდან რესტორნებსა და კაფე-ბარებს მუშაობის უფლება კვლავ ღამის 23:00 საათამდე აქვთ. აქამდე ისინი ვალდებული იყვნენ ერთი საათით ადრე, ანუ 22:00 საათზე დახურულიყვნენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო - მიზეზად ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სტაბილური ეპიდვითარება დასახელდა.

ცვლილებით კმაყოფილები არაინ რესტორატორები. პარალელურად, ქვეყანაში იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაწესებული შეზღუდვებიც.

დღის ამბები