28 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
"კურიერისთვის" ცნობილი ხდება იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ - სამართალდამცველებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება იტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რომლის მთავარი სამიზნე ქართველები იყვნენ. "ბინების ოსტატები" - ასე უწოდებს იტალიური მედია ქართულ დაჯგუფებას, რომელმაც 50 ბინა გაქურდა.

ქართველების დასაკავებლად იტალიის პოლიციამ რეიდი, ერთდროულად, ქვეყნის სამ ქალაქში ჩაატარა. რომში, მილანსა და ტურინში საპოლიციო ღონისძიებების შედეგად საქართველოს ექვსი მოქალაქე აიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენამდე დაჯგუფების წევრები ბინის კარზე სიგარეტის კოლოფს, ან სხვა შეუმჩნეველ ნივთს აკრავდნენ, მას შემდეგ კი რაც დარწმუნდებოდნენ, რომ ბინის კარი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაღებულა, სახლში შედიოდნენ.

მიმდინარე წელს იტალიაში ქართველი მძარცველების დაკავების ეს პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში ადგილობრივმა პოლიციამ სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად, 62 ადამიანი აიყვანა, საიდანაც 55 საქართველოს მოქალაქეა.

დღის ამბები