28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
79 ხმა არცერთის წინააღმდეგ - რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას

ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი, უკვე მესამედ შეუწყდა. ამჯერად, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, პარლამენტს მიღმა საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე დარჩა. მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების პროცედურამ სასესიო დარბაზში კამათის ფონზე ჩაიარა.

მელიას თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ პარლამენტმა გადაწყვეტილება მელიას მაღალი პოლიტიკური წონის გამო მიიღო.

მელიასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, ოპოზიციიდან მხარი მხოლოდ ერთმა პარტიამ "მოქალაქეებმა" დაუჭირა. 

ოპონენტებისა და მელიას თანაგუნდელების კრიტიკას სპეკულაციურს უწოდებენ მმართველ გუნდში. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დღეიდან საპარლამენტო ცხოვრებას ოფიციალურად გამოეთიშა, თუმცა უკვე ყოფილი დეპუტატი მელია 30 ოქტომბერს თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში იბრძოლებს.

დღის ამბები