28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწვეტილება" - ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების მეორედ შეწყვეტაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ხელმეორედ შეუწყვიტა, პირადად მისი გადაწვეტილება იყო.

ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტის წევრებმა საკითხთან მიმართებაში რეგლამენტი სრულად დაიცვეს.  

"ამ შემთხვევაში ეს იყო უკვე ნიკა მელიას ხელმეორედ, მისი პიროვნული გადაწყვეტილება და როდესაც კომიტეტზე ხდებოდა ამ საკითხის განხილვა, მისმა თანაგუნდელებმაც თქვეს, რომ ჩვენც ძალიან გული გვწყდება, რა ვქნათ, მაგრამ ეს არის მისი გადაწყვეტილებაო. გამომდინარე აქედან ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით განვიხილეთ ყველა ეს საკითხი, დღეს მოხდა პარლამენტის სხდომაზე ამის გატანა და როგორც ინდივიდუალური ერთი პარლამენტის წევრის, მისი მოთხოვნა პარლამენტმა დადგენილებით დაუდასტურა და დაუკმაყოფილა. 

ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იმაზე თუ რატომ მოხდა ეს, ეკისრება მხოლოდ ნიკანორ მელიას. ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწვეტილება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები