28 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
სიტყვა კონკურენტულს საერთაშორისო დამკვირვებლები მეორედ იყენებენ, ეს შეფასება წინა ხელისუფლების დროს არასოდეს გაკეთებულა - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური გამოსვლების დროს, განხილვის მთავარი საგანი თვითმმართველობის არჩევნები იყო.

ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2 ოქტომბერს საზოგადოებამ გაიმარჯვა. გარდა ამისა ხელისუფლების ოპონენტებმა ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო შეფასებებზე.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 90% ხმის დათვლის პროცესის ჩანაწერების ატვირთა. კარგად მახსოვს წინა ხელისუფლების დროს ბატონ თარხნიშვილს როგორ დავსდევდით ყველანი, რომ აეტვირთა ჩანაწერები უბანში გადაღებული. ერთი სერიოზული პრობლემა და ხარვეზი ქვეყანაში მოვაგვარეთ," - განაცხადა "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

საპასუხოდ "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ამ არჩევნებზე გაიმარჯვა დემოკრატიამ, რეფორმებმა და სიმშვიდემ. 

არჩევნების წინა დღეს, სხვა სვლა, რომ აღარ ჰქონდათ ვნახეთ, რომ ქვეყანაში აღმოჩნდა ძებნილი და კრიმინალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოდით სიმართლე ვთქვათ, თუკი ვინმე პოტენციური ამომრჩეველი ჰყავდა "ნაცმოძრაობას", ყველა უკლებლივ მივიდა არჩევნებზე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები პოზიტიური იყო.

"ჩავატარეთ მუნიციპალური არჩევნები, სადაც იყო კონკურენცია. შემთხვევითი არ გახლავთ რომ სიტყვა კონკურენტულს უკვე საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე მეორედ იყენებენ თავის ანგარიშებში. ასეთი შეფასება, ვგულისხმობ კონკურენტულს, წინა ხელისუფლების დროს არასოდეს არ გაკეთებულა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები