28 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი ქართულ მხარეს გადმოეცა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა. დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

სუს-ის განცხადებით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა "ცხელი ხაზის" გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. 

დღის ამბები