28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა

AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მოსახლეობა AstraZeneca-ს მეორე დოზით შეძლებს აცრას.

"სამწუხაროდ, ვაჩერებთ AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა AstraZeneca მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, "კოვაქსი" თუ მოგვაწვდის AstraZeneca-ს,- განაცხადა გამყრელიძემ.

დღის ამბები