შავ ზღვაში NATO-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა. სწავლება NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
NATO-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს.
2021 წელს NATO-ს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.