28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ფოთის ნავსადგურის გავლით შემოსვლის შესახებ ნავსადგურის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ფოთის ნავსადგურის გავლით შემოსვლის შესახებ სს "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" ეხმიანება.

კორპორაცია განმარტავს, რომ არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

"კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური" ("ეიპიემ ტერმინალს ფოთი") არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგური ნავსადგურის ტერიტორიაზე შემომავალი ან გამავალი ტვირთის და მისი თანმხლები პირების შემოწმებაზე უფლებამოსილი და შესაბამისად, პასუხისმგებელი არ არის. აღნიშნული პროცესი სრულად კონტროლდება და იმართება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩვენი ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტის შესახებ, ჩვენ ველოდებით საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ოფიციალურ ინფორმაციას. აქვე, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მოთხოვნისამებრ ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები