28 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
რა გავლენას მოახდენს მომხმარებლის ანგარიშზე Facebook-ის, Massenger-ის, WhatsApp-ისა და Instagram-ის პარალიზება

სოციალური მედიის სერვისები Facebook, WhatsApp და Instagram რამდენიმე საათია შეფერხებულია.

სამივე სერვისი "ფეისბუქს" ეკუთვნის და მათი წვდომა  ინტერნეტით ან სმარტფონის პროგრამებით უკვე რამდენიმე საათია შეუძლებელია.

Downdetector-ში, რომელიც ანგარიშების გათიშვას აკონტროლებს, ჩაწერილია თითქმის 80,000 ანგარიში WhatsApp–ისთვის და 50,000–ზე მეტი Facebook-ისთვის.

ვებგვერდის მონაცემების გათიშვა გავლენას ახდენს მომხმარებლის ანგარიშებზე მთელს მსოფლიოში.

ზოგიერთი მომხმარებელი ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალდა ის პროგრამები, რომლებიც მოითხოვს Facebook-ის ავტორიზაციას, მათ შორის Pokemon Go-ს.

"ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს ჩვენს აპებსა და პროდუქტებზე წვდომა. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის," - წერს Faceboook. 

პრობლემის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.

Twitter-მა და Reddit-მა  სოციალური მედიის გიგანტი გასაჭირში გაამხიარულეს და სპეციალური "თვითები" მიუძღვნეს. 

ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესახებ BBC ავრცელებს. 

დღის ამბები