28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
შვეიცარიაში ჩატარებული რეფერენდუმით ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება - წყვილებს შესაძლებლობა ექნებათ იშვილონ ბავშვები

2021 წლის 26 სექტემბერს შვეიცარიაში ჩატარდა რეფერენდუმი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე. შვეიცარიის მოსახლეობის 2/3 თანახმაა ერთსქესიანთა ქორწინება ქვეყანაში ლეგალური იყოს.

თუმცა რეეფერენდუმის შედეგებს ოპონენტებიც ჰყავს, რომლებიც ცდილობენ რეფერენდუმს წინააღმდეგობა გაუწიონ და მის განმეორებით ჩატარებას ითხოვენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩატარებული ყველა მოთხოვნა, რომ მსგავსი კანონი არ მიიღონ, წარუმატებლად დასრულდა.

რეფერენდუმის შემდეგ შესაბამისი კანონის მიღებით, ერთსქესიან წყვილებს ოფიციალურ ქორწინებასთან ერთად შეეძლებათ იშვილონ ბავშვები, ხოლო ლესბოსელი წყვილები გამარტივებული პროცედურებით მიიღებენ სპერმის დონორს.

ეს ფაქტი შვეიცარიას აქცევს რიგით 30-ე ქვეყნად მსოფლიოში და ყველაზე ბოლოს დასავლეთ ევროპაში, სადაც მსგავსი კანონი მოქმედებს. ერთსქესიანთა ქორწინება პირველად ევროპაში 20 წლის წინ, ნიდერლანდებში დამტკიცდა.

ოპონენტები შიშობენ, რომ ამ ზომამ შეიძლება  ტრადიციული ოჯახური ღირებულებები დაანგრიოს. "ქორწინება და ოჯახი მჭიდრო კავშირშია, რადგან ბავშვები ბუნებრივად იბადებიან მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირისგან", - ამბობს ინტერპარტიული კომიტეტი "არა ქორწინებას ყველასათვის".

ქვეყნის იუსტიციის მინისტრის კარინ კელერ-სატერის განცხადებით, "ფედერალური მთავრობა მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, რადგან სახელმწიფომ არ უნდა უკარნახოს, თუ როგორ უნდა მოაწყონ ადამიანებმა თავიანთი პირადი ცხოვრება". 

დღის ამბები