28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
არც ჩვენ დავახევთ გახარიას კალთებს თანამშრომლობისთვის - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას პასუხობს და აცხადებს, რომ არც თავად მმართველ გუნდს სურს ექსპრემიერთან არჩევნების მეორე ტურში თანამშრომლობა.

"არც ჩვენ დავახევთ გახარიას კალთებს თანამშრომლობისთვის, მაგრამ მე მინდა მივმართო, როგორც მის, ასევე ნებისმიერ ამომრჩეველს, წინ არის მართლაც მნიშვნელოვანი და პრინციპული მეორე ტური. მეორე ტურში კი, დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება გამარჯვება მათივე სპეკულაციურად დასმულ კითხვაზე, რეფერენდუმთან მიმართებაშიც კი გასცემს საკადრის პასუხს.

ბევრი ნამდვილად არ არის, სადაც შეიძლება ჩვენ უმრავლესობა ვერ შევქმნათ. ერთი არის ასეთი, შეიძლება ეს იყოს ზუგდიდში, სხვაგან ჩვენ დავაკომპლექტებთ უმრავლესობას. ზუგდიდშიც ვნახოთ როგორ იქნება," - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ასევე არჩევნების დღე შეაფასა. 

"მსოფლიოში არ ტარდება ისეთი არჩევნები, სადაც შენიშვნა საერთოდ არ არსებობს. რა თქმა უნდა, ზოგან არის უფრო ხისტი, ზოგან უფრო კრიტიკული, ზოგან ნაკლებად. ჩვენ, რაც მთავარია მივიღეთ შეფასება, რომ ეს არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, თავისუფალი და კონკურენტული," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

დღის ამბები