28 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა - პარტიის წევრებმა არჩევნები შეაჯამეს

რამდენიმე წუთის წინ "ქართული ოცნების" სათაო ოფისში  პარტიის უმრავლესობის სხდომა დასრულდა. მედიასთან კომენტარი ფრაქციის თავმჯდომარემ გააკეთა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის შეკრებაზე ამჯერად პოსტსაარჩევნო პერიოდი, მეორე ტურებისთვის მზადება და ხვალ, პარლამენტის სხდომაზე გასატანი საკითხები განიხილეს.

"ტრადიციულად პლენარული სხდომის წინა დღეს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა, სადაც ჩვენ გავდივართ მიმდინარე საკითხებს. დღეს ბუნებრივია ამ თემებს დაემატა არჩევნების შეჯამება, მივულოცეთ ერთმანეთს არჩევნების წარმატებით ჩატარება და ვემზადებით მეორე ტურებისათვის. განსაკუთრებული და სენსაციური დღევანდელ დღეს არ ყოფილა. მიმდინარე სხდომა იყო," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები