28 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
დგას, თუ არა საფრთხის წინაშე საქართველოში იმუნიზაციის პროცესი - ყოველდღიურად აცრილი ადამიანების რაოდენობა მინიმუმამდე დაეცა

არჩევნების დღეებმა დაჩრდილა კორონავირუსის საფრთხე, რომელიც ჯერ კიდევ რეალურია აცრის დაბალი სტატისტიკის გამო.

ყოველდღიურ ვაქცინირებულთა რაოდენობა მინიმუმამდე ჩამოვიდა, მაგალითად დღეს მხოლოდ 4 ათასი ადამიანია აცრილი.

ეს მაშინ, როდესაც კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებაში ისევ რამდენიმე ასეული მძიმე პაციენტი იმყოფება.

ვერ მოხერხდა 8 წლის ბავშვის გადარჩენა, რომელიც ციციშვილის კლინიკაში 2 კვირაზე მეტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კლინიკაში მოთავსებეული ინფიცირებული ბავშვების მშობლებიდან აცრილი მხოლოდ ორია და ისიც ერთხელ.

დღის ამბები