28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
"მე საბჭოთა კავშირში გავიზარდე" - დემნა გვასალია "სიმფსონების" ეპიზოდში გამოჩნდა

ბოლო წლებში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, რთულად წარმოსადგენი იქნებოდა, რომ მოდის დიზაინის ქართველი ინოვატორი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ანიმაციაში, "სიმპსონებში" გამოჩნდებოდა.

"სიმპსონების" სპეციალურ ეპიზოდში მაყურებელს Balenciaga​-ს შემოქმედებით ხელმძღვანელსა და Met Gala 2021-ის ვარსკვლავის ხილვა უკვე შეუძლია. ყველაფერი კი იმაზე უფრო საინტერესოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. რეალურად, არა დემნა, არამედ სიმპსონები აღმოჩნდნენ Balenciaga​-ს​ ორიგინალურ შოუში. ბრენდმა ცნობილი ანიმაციის შემქმნელებთან ითანამშრომლა, რათა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარედგინა.

"მე საბჭოთა კავშირში გავიზარდე "- ამბობს სიმფსონების ახალ სერიაში ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, 10 წუთიან ეპიზოდში ის რამდენჯერმე ჩნდება, ანიმაციური სერიალის პერსონაჟებს Balenciaga​-ს​​ სამოსს აცმევს და თავის წარმომავლობაზეც მიანიშნებს.

დღის ამბები