28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები 3 კვირიანი ონლაინ სწავლების შემდეგ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ

სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები 3 კვირიანი ონლაინ სწავლების შემდეგ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაბრუნდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ახალი რეკომენდაციების მიხედვით, პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდა არა მხოლოდ პედაგოგების, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და უფროსკლასელებისთვის, არამედ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაც.

სასწავლებლები პანდემიის მართვისთვის ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. დღევანდელი დღე ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პირველ კლასელებისთვის იყო, მათთვის სასწავლო წელი სწორედ დღეს დაიწყო.

დღის ამბები