28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
აშშ იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული - რა გზავნილები აქვს ვაშინგტონს საქართველოსთვის

ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული.

ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა, თუმცა საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო განმეორებითი საჩივრებით, დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის გამო.

ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია აცხადებს, რომ მეორე ტური არის შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური.

ამასთან, საელჩო მოუწოდებს პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, რომ განაგრძონ საარჩევნო სისტემის პროგრამა და მიიღოს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ვაშინგტონის წარმომადგენლობა მოუწოდებს ყველა პარტიას თავი შეიკავონ სიტუააციის შემდგომი პოლარიზაციისგან.

დღის ამბები