პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარემ სრულად წარადგინა დასაბუთება, ელგუჯა ცომაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.
"ჩვენი საფუძვლები ემყარება კონკრეტულ არგუმენტებს, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზეწოლის და ბრალდებულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიმალვის საფრთხე. სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა პატიმრობა. მხოლოდ პოლიციელები არ არიან გამოკითხული, თავად ელგუჯა ცომაიას აღიარებითი ჩვენებაც დევს საქმეში,"- აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ელგუჯა ცომაიას, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანზონაში ბინა დაუთმო, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა