28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ჩარკვიანი მელიას: ამას აგრესიული პასუხი არ სჭირდება, ნიკა შენს გასაგონად ვამბობ... ხომ არ გადავირიეთ ხალხო

რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო თაკო ჩარკვიანი, რომელიც სამომავლო გეგმებთან და ტაქტიკასთან დაკავშირებით ნიკა მელიას რეპლიკას გამოეხმაურა. 

"ემიგრანტებს ვხედავ აქ და მინდა პატივი ვცეთ მათ, ძალიან ბევრი კილომეტრი გამოიარეს. მე წეღან, ნიკა გამოსვლის დროს, მხოლოდ და მხოლოდ, გავახმოვანე ემიგრანტების სურვილი. ისე რომ ვთქვათ, ნებართვა არავისგან ამიღია არც ბრძოლაში შემოსვლისთვის და არც ბრძოლაში გასვლისთვის. არც პრივატიზებული ვიცი მე საქართველოს პრეზიდენტი. შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის", უმსხვილესი პარტიაა, მაგრამ მე მაინც საქართველოს პრეზიდენტი მგონია... გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ფრაზებს, როგორც მე ვუფრთხილდები, უფრთხილდით ყველა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ადამიანებმა იკითხეს შიშით - ხომ არ არის დიდი დრო 30 ოქტომბრამდეო და ამას აგრესიული პასუხი არ სჭირდება, ნიკა შენს გასაგონად ვამბობ, იცი რომ ძალიან მიყვარხარ. 

მეორე - ეს უკვე ჩემი კითხვაა: ვერ გავიგე, რეფერენდუმზე ლაპარაკი აღარ არის? გადალახეს 43%? არ გაუყალბებიათ? მაშინ ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ 30-შიც არ გაგვიყალბებენ? ხომ არ გადავირიეთ ხალხო" - მიმართა რუსთავის ციხესთან შეკრებილებს თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები