ფოთში საარჩევნო ხმების ხელახალი დათვლის პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების საფუძველზე განხორციელდა.
საარჩევნო უბნები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა.
ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, ფოთში 2 ოქტომბრის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.