28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
რისთვის ძგერს ჩვენი გული?! მიშას თავისუფლებისთვის! მიშას თავისუფლებისთვის! - კობა ხაბაზი

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი კობა ხაბაზი რუსთავის ციხესთან გამართულ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს არ დატოვებს.

"მე მიშამ აჭარაში დამაბრუნა. მისთვის ვალი არ დამიბრუნებია. მე ამ ვალს დავუბრუნებ, როცა მიშა ივლის საქართველოში და თავის ნიჭს მოახმარს ქვეყანას. სანამ სისხლი ჩქეფს, სანამ გული მიძგერს, არ დავიღლები. ტყუილად ჰგონია ივანიშვილს - ჩვენ არ დავიღლებით. მოდით, ჩვენს თავს ვკითხოთ - რისთვის ძგერს ჩვენი გული? მიშას თავისუფლებისთვის! მიშას თავისუფლებისთვის და მიშას თავისუფლებისთვის!" - განაცხადა კობა ხაბაზმა.

დღის ამბები