28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
"ვაპირებთ, ფართო კოალიცია შევქმნათ იმ პარტიებთან, რომლებიც ჩვენ მიერ თანამშრომლობისთვის გაწვდილ ხელს ადეკვატურად შეეგებებიან" - გიორგი ბარამიძე

შექმნის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" კოალიციურ მმართველობას მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ამისი საშუალება მიეცემათ, მეორე ტურის დასრულების შემდეგ - "დღის კურიერის" წამყვანის კითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ამისთვის მზად არიან. 

"ჩვენ ვაპირებთ, ძალიან ფართე კოალიცია შევქმნათ იმ პარტიებთან, რომლებიც ჩვენ მიერ გამოწვდილ თანამშრომლობის ხელს შეეგებებიან ადეკვატურად და ვაპირებთ, რომ ასეთი მცირე მოდელები ადგილებზე შევქმნათ ისეთი, როგორიც გვინდა რომ შეიქმნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესც გაიმარჯვებს ოპოზიცია უკვე ცენტრალურ დონეზე, რომ ხელისუფლება იყოს კოალიციური, ეს ნიშნავს - იყოს უფრო დაბალანსებული," - განაცხადა ბარამიძემ.

დღის ამბები