28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ყველა შენიშვნა და ხარვეზი, რომელიც არის ასახული წინასწარ დასკვნაში იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული - დავით ზალკალიანი დამკვირვებლების შეფასებაზე

ჩატარებულ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ შეფასებებს მმართველი გუნდი ეხმაურება. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ეუთო/ოდირის მიერ დადებული დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული, კარგად ადმინისტრირებული და თავისუფალი.  

"უპრეცენდენტო იყო ის მასშტაბი, რომლითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკვირდებოდნენ ადგილობრივ არჩევნებს. ეუთო/ოდირმა, რომელიც იყო მთავარი სადამკვირვებლო მისია, უკვე დადო თავისი წინასწარი დასკვნა, რომელიც არჩევნებს აფასებს როგორც კონკურენტულს, კარგად ადმინისტრირებულს და თავისუფალს. ყველა ის შენიშვნა და ხარვეზი, რომელიც არის ასახული ამ წინასწარ დასკვნაში იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული და ერთხმად იყო აღნიშნული, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების შემდგომ უკვე 1 წელი არის გასული, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი არის თუნდაც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და იმ რეკომენდაციების მაქსიმალური გათვალისწინებით, რაც იყო წარმოდგენილი როგორც ეუთოს, ასევე ვენეციის კომისიის დასკვნაში," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დამკვირვებლების მიერ გაკეთებულ შეფასებებს უსამძიმრებს დესტრუქციულ ოპოზიციას.

"მინდა, ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას მივუსამძიმრო გუშინდელი დღის, და ზოგადად, ამ არჩევნების საერთაშორისო შეფასებები. არა მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების დადებითი შეფასებებს, რომ ეს იყო თავისუფალი, კონკურენტუნარიანი არჩევნები, კარგად ორგანიზებული, საარჩევნო სია იყო ზუსტი და მრავალი სხვა პოზიტიური შედეგი," - აცხადებს თეა წულუკიანმა.

დღის ამბები