28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ირანსა და ომანში ციკლონი შაჰინი მძვინვარებს

ირანსა და ომანში ციკლონი შაჰინი მძვინვარებს. სტიქიას ომანში 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქუჩების დატბორვა გამოწვია, რის გამოც, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ​ომანში მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ციკლონის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევს. სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთშიც.

დღის ამბები