28 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სასწავლო წელი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაიწყო

სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაბრუნდნენ - საკოორდინაციო საბჭოს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელთათვის. სკოლებში დამცავი ნიღბების გამოყენება სავალდებულოა. სასწავლო დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის დაწესებულია სხვა რეგულაციებიც.

126-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ირინე მჭედლიძის განცხადებით, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების დიდი რაოდენობა განათლების სამინისტრომ შემოიტანა, ასევე სკოლაში შექმნილია დეზობარიერები. დირექტორის თქმით, სკოლის სამუშაო პერსონალის 84%-ია ვაქცინირებული, ხოლო არავაქცინირებული თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტირებას გაივლიან.

განათლების მინისტრმა საზოგადოებას სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნება მიულოცა, განსაკუთრებით კი პირველკლასელ მოსწავლეებს. მინისტრის განმარტებით, ეს დიდი მიღწევაა, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება.

"საზოგადოებას ვულოცავ სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას. როგორც იცით, დღეს გაკვეთილები განახლდა სკოლებში, ლექციები აუდიტორიებში - ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება, შესაბამისად, ყველამ უნდა დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. მე განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომელთაც დღეს პირველი გაკვეთილი ჰქონდათ," - აცხადებს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

დღის ამბები