28 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
"მეორე ტური არის შესაძლებლობა გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური" - აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მეორე ტური არის შესაძლებლობა, გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის გამო, მაშინ, როცა ამომჩრევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ძირითადად, მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია.

"ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ.

ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.ჩვენ, ასევე, ვწუხვართ იმ ქმედებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უკვე დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის უფრო მეტად პოლარიზება და დესტაბილიზაცია, ასევე, ვწუხვართ, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს."

განცხადებაში დადებითად არის შეფასებული "პარლამენტის ბოლოდროინდელი ძალისხმევა საარჩევნო რეფორმების განხორციელების კუთხით, წინა არჩევნებზე გამოვლენილი ზოგიერთი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად."

დღის ამბები