28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, მაგრამ ეს პირობა დღეს არ დადგა, რამდენადაც "ქართულმა ოცნებამ" მოაგროვა 43%-ზე მეტი - ბადრი ჯაფარიძე

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი სურვილი იყო, უფრო მეტი წარმომადგენლობა ჰყოლოდათ საკრებულოში, თუმცა ეს შედეგიც, რაც დადგა, წარმატებულია. 

"კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა "ლელომ", იმიტომ, რომ ახლა "ლელოს" ჰყავს 25 მუნიციპალიტეტში არჩეული საკრებულოს წევრები. ეს, მე ვფიქრობ, რომ არის წარმატება პარტიისთვის, რომელიც ჯერ 2 წლისაც კი არ არის. "ლელოს" აქვს ფრაქცია პარლამენტში, ახლა 25 მუნიციპალიტეტი და სავარაუდოდ, ფრაქცია თბილისში, ფრაქცია ბათუმში და ასევე, ბევრ სხვა ქალაქში გვაქვს წარმომადგენლობა,“ - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

არჩევნების მეორე ტურში კი, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მათი პარტია მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს. თუმცა, მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში, მათი მხარდაჭერა არ ექნება.

"ცხადია, ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია და დავუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს. გიორგი გახარიას არ მივიჩნევთ ჩვენ პროდასავლურ ძალად, შესაბამისად, დიდი ალბათობით, მას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ "ღამის კურიერში".

ამასთან, "ლელო" მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის აუცილებელია, თუმცა ეს პირობა დღეს არ დადგა, რადგან "ქართულმა ოცნებამ" 43%-ზე მეტი ხმა მოაგროვა. 

"დღეს "ქართულმა ოცნებამ" ამ მოცემულობით ააგროვა 43%-ზე მეტი. ცხადია, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობა ვერ ამოქმედდება. პარტია "ლელოს" პოლიტიკური პოზიციაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არის აუცილებელი ქვეყნისთვის, პოლიტიკური კრიზისის სრული განმუხტვისთვის. მაგრამ, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობა, რომლის შესრულება იქნება აუცილებელი "ქართული ოცნებისთვის", ეს პირობა დღეს არ დადგა, რამდენადაც, "ქართულმა ოცნებამ" მოაგროვა 43%-ზე მეტი," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები