28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
ჩვენ ამომრჩეველმა დაგვსაჯა არასწორი ნაბიჯების გამო, "პორშეს" გათამაშებაც შეცდომა იყო - იაგო ხვიჩია

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი"თბილისის საკრებულოში ვერ მოხვდა. რას თვლის პარტიის თავმჯდომარე ამის მიზეზად და რა მოლოდინი ჰქონდა 2 ოქტომბრის არჩევნებისგან? - იაგო ხვიჩიამ, "ღამის კურიერში" იმ გადაცდომებსა და შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა წინასაარჩევნოდ დაუშვა:

"მემგონი ბევრი შეცდომა დავუშვით და უნდა გადავიაზროთ სხვანაირად მთელი პროცესი რასაც ვაკეთებდით. ვფიქრობ, რომ ეს წარუმატებლობა შანსია იმისა, რომ საერთოდ ყველაფერი დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც ვაკეთებდით,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ

იყო თუ არა "გირჩის" გაყოფა შეურაცხყოფა? - იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ეს მას არ ეხება, ვინაიდან ეს მისი ინიციატივით არ მომხდარა და მისივე თქმით, გაყოფა რომ არ მომხდარიყო, ამისათვის ყველაფერი გააკეთა. 

თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, გაყოფა ამომრჩევლის თვალსაზრისით, შეცდომა იყო. 

"ცხადია "გირჩის" გაყოფა ამომრჩევლისთვის შეცდომა იყო და ამაზე ორივე მხარეს გვიპასუხა, მაგრამ ამის გარდა, ჩემის აზრით ბევრი შეცდომები დავუშვით. ჩვენ ზედმეტად ავყევით მედია მეინსტრიმს და ზედმეტად დავინტერესდით იმ თემებით, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა მედიის აზრით. ამით კი, რეალობას ავცდით. 

ჩვენ ამომრჩეველმა დაგვსაჯა არასწორი ნაბიჯების გამო. "პორშეს" გათამაშებაც შეცდომა იყო და ზოგადად ეს არასწორი დაპირება იყო, ჩვენ არ ვართ ლატარია და ამ ფაქტმა სხვა ადამიანების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღის ამბები