28 ნოემბერი 2024,   06:59
ვრცლად
იოსებ ხახალეიშვილი - 41.49%, ხატია დეკანოიძე - 43.35% - ქუთაისში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 

ქუთაისში "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ორი საუკეთესო შედეგი აჩვენა. ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის, მმართველი პარტიის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს 41,49 პროცენტი აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ხატია დეკანოიძეს კი 43.35 პროცენტი.  ქუთაისში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს მეორე ტურში გამარჯვების მოლოდინი აქვს. 

"ეს არ ნიშნავს რაღაც კონკრეტულ, ინდივიდუალურ მეტოქეობას პოლიტიკოსებს შორის, იმიტომ, რომ აქ ჩვეულებრივი არჩევნები არ არის. შესაბამისად, ეს არის ზუსტად ის, რომ ჩვენ სისტემას დავუპირისპირდით და გავტეხეთ სისტემა,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია და ქვეყნის მასშტაბით "ქართულმა ოცნებამ" აიღო 46%.

"ჩემთვის არ იყო მოსალოდნელი ასეთი შედეგი და ვფიქრობდით, რომ მე და ჩემს გუნდს უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნებოდა, თუმცა თუ შევაჯამებთ ჩემი და ჩემი ერთ-ერთი ოპონენტის მიღებულ ხმებს, იმ გუნდისას, რომელიც ჩვენი მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული, მაშინ ალბათ თავისუფლად შესაძლებელი იყო პირველსავე ტურში დაგვეფიქსირებინა გამარჯვება. თუმცა, მთავარი მიზანი მაინც მიღწეულია. პირველი ის, რომ ქვეყნის მასშტაბით "ქართულმა ოცნებამ" აიღო 46%, რაც ყოველგვარ კითხვის ნიშანს ხსნის მხარდაჭერასა და რეფერენდუმთან დაკავშირებით,“ - აცხადებს  იოსებ ხახალეიშვილი. 

დღის ამბები