28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
მეორე ტური ზუგდიდში - ანზორ მელია და მამუკა წოწერია გამარჯვებისთვის იბრძოლებენ

როგორც გაირკვა, წელს არჩევნების მეორე ტურშიც ორი მელია იქნება. აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არცევნებზე ანზორ მელიამ შვილის შედეგზე თითქმის 13 %-ით უკეთესი შედეგი აჩვენა.

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა 46.88 % მიიღო, რაც შეეხება მეორე ტურში გასულ "ქართული ოცნების" კანდიდატს - მამუკა წოწერიას 41.15% აქვს.

ზუგდიდის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობიდან" 23 წევრი შევიდა, 18 კი "ქართული ოცნებიდან". 

არჩევნების მეორე ტური, მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. 

ზუგდიდის ოლქში, 119 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული და 43%-მა საკუთარი პოზიცია, გუშინ არჩევნებზე დააფიქსირა. 

დღის ამბები