28 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
მეორე ტურში, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გვერდში დაუდგება მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს - რომან გოცირიძე

ცესკომ საქართველოს მასშტაბით, 3743 უბნიდან მონაცემები 3742-ში დათვალა. შედეგები უკვე გამოქვეყნებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე.

ოპოზიციონერების განცხადებით, მეორე ტურში უნდა მოხდეს კონსოლიდაცია. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს გვერდში დაუდგება.

"ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება მეორე ტურებზე. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი გვერდში დაუდგება მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს. მთავრდება რიგგარეშე არჩევნები "ქართული ოცნების" სრული კრახით,"- აცხადებს რომან გოცირიძე. 

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ვითხოვთ მეორე ტურს იქ, სადაც "ლელოს" კანდიდატი აშკარად ლიდერობდა და ჩარევით შეძლეს "ქართული ოცნების" კანდიდატისთვის 40%-ზე მეტის დაწერა. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა ახლა შეუძლებელი ხდება, რამდენადაც "ქართულმა ოცნებამ" გაიფორმა ეს შედეგი, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია,"- ბადრი ჯაფარიძე. 

თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პლატფორმიდან "მესამე ძალა" სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ უკმაყოფილოა შედეგებით და მეტის მოლოდინი ჰქონდა. 

დღის ამბები