28 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
როგორც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, იყო სირთულეები, რადგან პატარა პარტიები იყვნენ არათანაბარ პირობებში - ჰუმბერტ ქნირში

კენჭისყრის დღეს განვითარებულ მოვლენებსა და წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში გერმანიის ელჩი აფასებს.

ჰუმბერტ ქნირში აქცენტს მცირე პარტიების შეზღუდულ შესაძლებლობებზე აკეთებს. მისი თქმით, შესაბამისი პირობების ქონის შემთხვევაში, პარტიები პოტენციალს უფრო ეფექტურად გამოავლენდნენ.

"როგორც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, იყო სირთულეები, მაგალითად, პატარა პარტიები იყვნენ არათანაბარ პირობებში. მედია ფოკუსირებული იყო "ქართულ ოცნებაზე", "ნაციონალურ მოძრაობასა" და პარტიაზე "საქართველოსთვის". ეს არაადეკვატურია დემოკრატიულ პროცესში და სამომავლოდ გათვალისწინებული უნდა იყოს, საქართველოს პლურალიზმი სჭირდება,"- აცხადებს ჰუმბერტ ქნირში

დღის ამბები