28 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ვამთავრებთ სადამკვირვებლო მისიას, საზოგადოებას ჰქონდა სურვილი, გამოეხატა საკუთარი არჩევანი, ვფიქრობ ეს დემოკრატიის ნიშანია - კორინა კრეცე

არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ - ამის შესახებ ეუთო/ოდირისა და ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრი კორინა კრეცე აცხადებს, რომ საარჩევნო გარემო კონკურენტული და გამჭვირვალე იყო.

"ვამთავრებთ სადამკვირვებლო მისიას, მოხარულები ვართ, რომ საზოგადოებას ჰქონდა იმის სურვილი, გამოეხატა საკუთარი არჩევანი. ვფიქრობ, ეს დემოკრატიის ნიშანია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველო წინ წავიდეს ევროპულ გზაზე. მე ქართველ ხალხს ყველაფერს უკეთესს ვუსურვებ, რომ გაიზარდოს სამუშაო ადგილები და ეკონომიკა,"- აცხადებს კრეცი

ევროპარლამენტის წევრი, სადამკვირვებლო მისიის წევრი ტომაშ ზდეჰოვსკი აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი დემოკრატიულ გარემოში წარიმართა. 

"მინდა ვთქვა, რომ პროცესი წარიმართა დემოკრატიულად, არ იყო დარღვევები, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება გამონახავს საერთო ენას," - აცხადებს ზდეჰოვსკი

დღის ამბები