28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
მიშამ თქვა, რომ პოლიციელებმა, ვინც მასთან ასაყვანად შევიდნენ, ყველამ სელფი გადაიღო - ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი დღეს საპატიმროში მისი პარტიის წევრმა ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. ხერხეულიძე მე-12 დაწესებულებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც თავად ამბობს, მან სააკაშვილს გადასცა ინფორმაცია იმ საერთაშორისო გამოხმაურებებზე, რომელიც მის დაკავებას მოჰყვა.

"არაფერი სასამართლო არ იქნება, რა სასამართლოზე მელაპარაკებით, მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, ეს არ არის ვიღაც. ვერავინ ვერ გაასამართლებს მიშა სააკაშვილს, რადგანაც ამის ობიექტური მიზეზი არ არსებობს, ეს პოლიტიკური ნებაა. 

ამ კაცმა საქართველოს ჩამოაკითხა და აიძულა ესენი რომ დაეჭირათ, დანარჩენს კი, ვერასოდეს შეძლებენ. 

მასთან საუბარს მოყვა, რომ უხეში დამოკიდებულება ხომ არ ჰქონია პოლიციას მასთან მიმართებაში და მიშამ თქვა, რომ არანაირი უხეში დამოკიდებულება არ ყოფილა და ისინი ძალიან კარგად იქცეოდნენ, მას ასევე პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ. მიშამ თქვა, რომ პოლიციელებმა, ვინც მასთან ასაყვანად შევიდნენ, ყველამ სელფი გადაიღო. ამაზე კი მიშამ თქვა, ინდიკაციაა იმის მიხვდე, თუ როგორი ჩამოშლილები არიანო,"- აცხადებს ეკა ხერხეულიძე. 

დღის ამბები