28 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
მათ თქვეს, რომ გაასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს, მე გეუბნებით, რომ ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს - ეკა ხერხეულიძე

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძე შევიდა.

ეკა ხერხეულიძის განმარტებით, საპატიმროში შესვლის ნებართვა აქვს და სააკაშვილთან სასაუბრო თემა ძალიან ბევრია, როგორც მის დაკავებასთან, ასევე, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს შეუტანს ყველა იმ საერთაშორისო გამოხმაურებას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაკავებას მოჰყვა.

ასევე ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უახლოეს მომავალში გათავისუფლების მოლოდინი აქვს, თუმცა არ დააკონკრეტა, რა სტრატეგია აქვს სააკაშვილის დაცვის მხარეს.

"სასაუბრო თემა ძალიან ბევრია მის დაკავებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი წილი საუბრის დაეთმობა გუშინდელ დღეს და ხვალინდელ, ზეგინდელ დღეს, მეორე ტურებში ჩვენს კამპანიას, მის მოსაზრებებს, ძალიან საინტერესოა, ის როგორ უყურებს ამ ფაქტს.

მათ თქვეს, რომ გაასამართლებენ მიხეილ სააკაშვილს, მე გეუბნებით, რომ ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს, ნახავთ ყველა ერთად," - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

დღის ამბები